ახალი ამბები

ვოლსკი პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე: ეს მოიტანს რყევას, მეტს არაფერს

24 ივლისი, 2017 • 2134
ვოლსკი პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე: ეს მოიტანს რყევას, მეტს არაფერს

დღეს, 24 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით “გირჩის” ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს იმ პრინციპის სრულ ცვლილებას, რა პრინციპითაც აქამდე საზოგადოება ცხოვრობდა:

ვოლსკის თქმითვე, “გირჩი” წინასაარჩევნოდ ნიშას ეძებს:

“არსებობს  გარკვეული ტრადიციები, რითიც ამ ერმა თავი მოიტანა დღემდე. არ შეიძლება, რამე ნაბიჯი იდგმებოდეს, ან რაიმე ნაბიჯის გადადგმის შესახებ განცხადება კეთდებოდეს, რომელიც იწვევს სრულ ცვლილებას იმისა, რა პრინციპითაც აქამდე გარკვეულ საზოგადოებას უცხოვრია. აქედან გამოდინარე, ეს მოიტანს რყევას, მეტს არაფერს, ვთქვათ და, ვინმე წავიდა ამ მიმართულებით. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, გირჩი, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნოდ მხარდამჭერების გარკვეულ ნიშას უფრო ეძებენ, ვიდრე რეალურად ჰგონიათ, რომ ეს შესაძლებელია,”- განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

24 ივლისს “გირჩი” პროსტიტუციის ლეგალიზაიის ინიციატივით გამოვიდა. პარტიის განცხადებით, ამ ინიციატივით დაიცავენ სექსმუშაკებს, რომლებიც ხშირად ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლნი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი