ახალი ამბები

წულუკიანი: სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები

8 აპრილი, 2013 • 1704
წულუკიანი: სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები

“ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება. თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვარ მზად მას პირადად შევხვდე”, – განაცხადა წულუკიანმა გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს,  საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ავთანდილ ადუშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს, თუმცა მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი