ახალი ამბები

პროკურორი: დეკანოზმა მამალაძემ ბიზნესმენს სთხოვა € 7000 ციანიდის შესაძენად

26 ივნისი, 2017 • 3060
პროკურორი: დეკანოზმა მამალაძემ ბიზნესმენს სთხოვა € 7000 ციანიდის შესაძენად

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურორის თქმით, დღეს, 26 ივნისს ბრალდების მხარემ სულ 7 მოწმე გამოკითხა, რომელთა შორისაც იყო ბიზნესმენი, რომელსაც დეკანოზმა 7 000 ევრო სთხოვა.

“ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრარქი წაიყვანეს გერმანიაში სამკურნალოდ, ბრალდებული მას დაუკავშირდა და 7 000 ევრო თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში” – ამბობს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

გუბელაძის თქმითვე, დეკანოზი ბიზნესმენს ატყუებდა. საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ რეალურად ეს თანხა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად სჭირდებოდა:

“არსებობს ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ 7 000 ევრო სჭირდება ციანიდის შესაძენად და შემდგომ გერმანიაში გასამგზავრებლად” – ამბობს გუბელაძე.

პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც მამალაძემ ამ გზით თანხა ვერ მიიღო, ბანკიდან გამოიტანა სესხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი