ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებულია

21 მარტი, 2013 • 1021
საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებულია

 ცვლილება შედის მოქმედ კონსტიტუციაში, რომელიც ამჟამად პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს მთავრობა პარლამენტის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე.


სულ ცოტა 100 ხმა იყო  საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილება დაემტკიცებინა.  ამჟამად „ქართულ ოცნებას“  პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას კი – 53;  თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობას 65 დეპუტატი ჰყავდა, მაგრამ 12–მა დატოვა ნაციონალური მოძრაობა, მათგან ერთი მმართველ პარტიას შეუერთდა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მინიმუმ 6 ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.


პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდებოდა.


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 93 დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის გარეშე საკონსტუტუციო უმრავლესობის შეგროვება ვერ შეძლო.


საბოლოო კენჭისყრაში ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხმათა სრული უმრავლესობით პირველი მოსმენით დამტკიცებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი