საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს საკუთარ თავთან აწარმოებს.
პრეზიდენტის თქმით, 1995 წელს საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 23 პარტია იყო და მაშინაც კი, კონსტიტუციის მიღებისას, მოხერხდა კონსენსუსი, რადგან იყვნენ ისეთი პოლიტკური ლიდერები, რომლებსაც ესმოდათ მისი მნიშვნელობა.
“მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს განწყობა იქეთკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თუ კონსტიტუციის მიღება მართლაც გვინდა, ის უნდა გვესმოდეს, რომ თანხმობა უნდა იყოს ფუნდამენტი, დუღაბი, რისთვისაც იქმნება კონსტიტუცია. მთელი ქართული საზოგადეობა არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. “ქართული ოცნება” კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. იმისთვის, რომ შედგეს კონსენსუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.