ახალი ამბები

პარლამენტმა I მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები პროკურორის არჩევის წესზე

18 ოქტომბერი, 2022 • 735
პარლამენტმა I მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები პროკურორის არჩევის წესზე

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილებების სასარგებლოდ ხმა მისცა 126-მა დეპუტატმა.

საკანონმდებლო პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით.

თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

ცვლილებები ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ ერვოკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი