ახალი ამბები

ვერშბოუ: რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალს

17 მარტი, 2013 • • 1058
ვერშბოუ: რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალს

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თემაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი  კურტ ვოლკერი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენზი.

 

“საქართველოში მიმდინარე რეფორმებს რეგიონული ურთირთობების მოგვარების კუთხით, რუსეთთან ურთიერთობის  დარეგულირებას, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სამართლიანობის აღდგენას, ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალს. ვფიქრობ, რომ ალიასნის წევრები უსათუოდ აღიარებენ თქვენ მიერ მიღწეულ წარმატებას ამ სფეროში”.– განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ. 

 

 მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი  კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მისი აზრით, სტაბილურად განვითარდება და ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს:

 

” ის გაურკვევლობა, რომელიც არსებობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთთან ურთიერთობის პროცესში არასწორ მიდგომებს უკავშირდება. როდესაც რუსეთის მეზობელი ქვეყნები ცდილობენ  დემოკრატიული  საბაზრო ეკონომიკისა და უსაფრთხო საზოგადოების წევრები გახდნენ , რუსეთს მიაჩნია, რომ ეს მისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ვეტოს გამოყენების უფლებას იტოვებს.  ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ დამოკიდებულებას, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება”.– განაცხადა მან. 

 

დღეს თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნატოს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია.

 

“მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება“. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართული „ბრიუსელის ფორუმი“ დღეს სრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი