
პაპის არჩევნებში 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს.
ხორხე მარიო ბერგოლიო არგენტინაში 1936 წელს დაიბადა. მისი მამა რკინიგზის მუშაკი იყო იტალიიდან.
ახალი რომის პაპი საუბრობს ესპანურ და იტალიურ ენებზე. პაპის არჩევნებზე 2005 წელს, ხორხე ბერგოლიო ბენედიქტ მეთექვსმეტეს კონკურენტი იყო. ფრანცისი არის პირველი არაევროპული პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.








