საქართველოს რესპუბლიკური პარტია საგანგაშოდ მიიჩნევს „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებას, აღნიშნული განცხადება პარტიამ დღეს, 9 ივნისს, გაავრცელა.
“დღეს სასამართლო განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, რომ სამართლადამცავი ორგანოები კვლავ აგრძელებენ ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ტრაგიკული რეალობაა ის, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა – ნარკოტიკული საშუალებების „ჩადება“, გრძელდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს არც ერთი პრობლემის არათუ სიმწვავეს, არამედ არსებობასაც კი”,- აცხადებენ პარტიაში.
“უმნიშვნელოვანესია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მიშკა მგალობლიშვილის დაკავების პროცესში იმ სამართალდამცველების მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომლებზეც დაკავებული პირი საუბრობდა სასამართლო განხილვის დროს”, – წერია განცხადებაში.
პარტია მოითხოვეს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლაზე, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.
ამ რეფორმის განხორციელების გარეშე საქართველო ვერ დააღწევს თავს სახელისუფლებო თუ უწყებრივ შანტაჟსა და მანიპულაციებს, მიიჩნევენ რესპუბლიკელები.