ახალი ამბები

სამნიძე და კორძაია პარლამენტში არ შედიან, მანდატებზე უარს მოლაპარაკების შემდეგ იტყვიან

11 დეკემბერი, 2020 • 1742
სამნიძე და კორძაია პარლამენტში არ შედიან, მანდატებზე უარს მოლაპარაკების შემდეგ იტყვიან

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩვენ, რესპუბლიკელები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ. ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც”, – ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში.

11 დეკემბერს პირველად შეიკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტი. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და მანდატები მოიპოვეს, პირველ სხდომაზე არ გამოცხადდებიან. გაიგეთ მეტი ოპოზიციის გეგმებზე.

რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი