ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან გარკვეული სახის ვიზები გამარტივდება

5 მარტი, 2013 • • 1154
მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან გარკვეული სახის ვიზები გამარტივდება

ამის შესახებ კომენტრი მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტოში გააკეთა:

 

“ქართული მხარე ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ჰუმანიტარული საკითხები იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ, გრეგორი კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში.”

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთთან გარკვეული სახის სავიზო რეჟიმი გამარტივდება:  

 

“მე ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რომ გარკვეული სახის სავიზო რეჟიმი გამარტივდება რუსეთის მხრიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს ცალმხრივად აქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება მათ არ მიაჩნიათ რეალურად. ამას, რასაკვირველია, დიპლომატიური ახსნა აქვს და გარკვეულწილად იგი ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, ჯდება”. 

 

ფანჯიკიძის განცხადებით, თუკი რაოდენობრივად გაიზრდება გაცემული ვიზები და გამარტივდება ის სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, სპორტსმენებისთვის და სხვათათვის, ეს ძალიან კარგად იქნება აღქმული ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან ძალიან ბევრს უჩნდება პრობლემა რუსეთის ვიზების აღების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი