ახალი ამბები

სააკაშვილი: საინტერესო ამბავი უნდა გაგანდოთ პატრიარქის პუტინთან შეხვედრიდან

27 თებერვალი, 2013 • 1077
სააკაშვილი: საინტერესო ამბავი უნდა გაგანდოთ პატრიარქის პუტინთან შეხვედრიდან

“მინდა ძალიან საინტერესო ამბავი გაგანდოთ, არ მკითხოთ, საიდან ვიცი: პატრიარქის ბოლო შეხვედრა პუტინთან. რამდენიმე ადამიანი იყო იმ შეხვედრაზე. მის უწმინდესობას ჩემთვის ეს არ მოუყოლია, მაგრამ რამდენიმე ადამიანი იყო და მე ვალდებული ვარ, რომ ეს მოგიყვეთ იმიტომ, რომ ძალიან საყურადღებოა ეს.

 

პატრიარქმა უთხრა, რომ იქნებ ვიზები მაინც მოხსნათო პირველ ეტაპზე, როგორც პირველი ჟესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან
პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან

იმან უთხრა: Ваше святейшества, мы конечно будем облегчать визы для ваших деятелей культуры, науки, официальных делегации, но пока терористи проникают паспортами выданными грузинским МВД на нашу територию, пока у вас нету структур безопасности с которыми му можем сотрудничать и доверять, мы не сможем этого сделать.”

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ეს არის ზუსტად იმ სიმღერის გადამღერება”, რასაც მას ეუბნებოდა პუტინი, რომ ვალერი ხაბურძანია დაეტოვებინა თანამდებობაზე იმიტომ, რომ ეს იყო მათი კაცი.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ვალერი ხაბურძანია დაბრუნდა საქართველოში, ასევე, ახალი მთავრობა აპირებს კანონით ისევ ცალკე ჩამოაყალობონ უშიშროების უწყება და პუტინსაც იგივე მოთხოვნა აქვს, რომ მისი კადრი დაინიშნოს უსაფრთხოების სტრუქტურებში საქართველოში. თუმცა, სააკაშვილის განცხადებით, მას ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი საფუძველი განაცხადოს, რომ ამ დროისთვის ამ კუთხით რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი