ახალი ამბები

კბილაშვილი: გამოვლენილია 9 560 შემთხვევა, როცა მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს აჩუქეს

26 თებერვალი, 2013 • • 908
კბილაშვილი: გამოვლენილია 9 560 შემთხვევა, როცა მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს აჩუქეს

“ჩვენი მოვალეობაა მსგავსი ფაქტები გამოვიკვლიოთ. გამოვლენილია 9560 შემთხვევა, რომლის დროსაც მადლიერმა საქართველოს მოქალაქეებმა ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. რამდენიმე ათეული ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ის, რისი გამოძიებაც წამოვიწყეთ, ზღვაში წვეთია. ძალიან მალე სხვადასხვა ამ ტიპის თუ კატეგორიის დანაშაული გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც დაიწყება არსებითი განხილვები და ღიად გამოჩნდება ყველაფერი”

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

 

კბილაშვილის განცხადებით, არსებითი განხილვების დროს, სადაც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის საქმეები იქნება განხილული, პროკურატურა მაქსიმალური საჯაროობისთვის მზად არის.

 

 

“ჩვენი მხრიდან იქნება სრული დეპოზიტი, რათა წარმოჩინდეს, ვინ მიჩქმალა აღნიშნული დანაშაული. ამ ეტაპზე ხუთი მინისტრი და ერთი ქალაქის მერი გვყავს პასუხისგებაში მიცემული და შესწავლის პროცესშია 181 საჯარო მოხელის საქმე”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისი თქმით, ეს სტატისტიკა აღემეტება საშუალო ევროპულ სტანდარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი