ახალი ამბები

ოკუპაცია ყოფილ რუსეთის საელჩოს შენობასთან გააპროტესტეს [VIDEO]

25 თებერვალი, 2013 • 862
ოკუპაცია ყოფილ რუსეთის საელჩოს შენობასთან გააპროტესტეს [VIDEO]

ყოფილ რუსეთის საელჩოს შენობის წინ 16:00 საათზე დაახლოებით 50–მდე ადამიანი, ძირითადად სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ისინი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ყელსახვევებით მივიდნენ, რომელზეც ოკუპაციის წლები და საქართველოს დროშა იყო გამოსახული.

 

მათ მინიფლეშმობი მოაწყვეს და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე, რამდენიმე ადამიანი “დახვრიტეს”, რის შემდეგაც გადაწყვიტეს ყელსახვევები შენობის მესერზე შეებათ. თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მათ აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც რამდენიმე მონაწილემ ყელსახვევები შენობის ეზოში გადაყარა.

 

აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები და თანაორგანიზატორები იყვნენ: თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტეტი, ტაბულა ტივი, პრაიმ ტაიმი, არასამთავრობო ორგანიზაციები “თავისუფალი კლუბი” და “უფლებების სკოლა”, ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი