ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი დააკავეს აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი დააკავეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 25 მაისს საქართველოდან აზერბაიჯანში შესვლის დროს აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს, ბაირამოვას ხელბარგში არადეკლარირებული 12 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩნდა – “24 მაისს, როდესაც ბაირამოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში მიემგზავრებოდა, თან არ ჰქონია თანხა, რომელიც დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა”.

გამოძიების ცნობითვე, ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება კონტრაბანდის მუხლით დაიწყო.

სხვადასხვა ბრალდებით იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავება, რომლებიც აზერბაიჯანში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამენ, აზერბაიჯანში ბოლო წლების ტენდენციაა. კრიტიკული აზრის გამო ქვეყანაში იდევნებიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სამოქალაქო აქტივისტები.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი