ახალი ამბებიტექნოლოგიები

GNCC-იმ საერთაშორისო შემომავალ ზარებზე ახალი ტარიფები დააწესა

22 მაისი, 2017 •
GNCC-იმ საერთაშორისო შემომავალ ზარებზე ახალი ტარიფები დააწესა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ტარიფები დააწესა.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მობილური ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის კი ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

კომისიის ინფორმაციით, GNCC-იმ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში ჩართული იყვნენ როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი