ახალი ამბები

საქართველოს ჩრდილო–ატლანტიკური საბჭო ეწვევა

18 თებერვალი, 2013 • 980
საქართველოს ჩრდილო–ატლანტიკური საბჭო ეწვევა

“ამ თვეების განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ნატოში ვმუშაობდით, რომ ასეთი მაღალი პოლიტიკური ვიზიტი განხორციელებულიყო წელს საქართველოში, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მიდის ძალიან მწყობრად ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, დასტურია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოს თანამონაწილეობას როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ასევე თავად ღირებულებას, რასაც ნატოსთვის საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი წარმოადგენს. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ვიზიტი იგეგმება. უახლოეს დღეებში მე ვიქნები ბრიუსელში, შევხვდები ნატოს თავდაცვის მინისტრებს და იქ საბოლოოდ გადაწყდება უკვე თარიღი”, – განაცხადა ალასანიამ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში შეხვედრებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან გამართავს, შემდეგ კი ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და როგორც თავდაცვის, ასევე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი