“ჩვენ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს იმ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრინციპებს, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი კითხვა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საერთო საკითხებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს არის სასარგებლო პროცესი და ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესის წარმართვას და ჩამოვყალიბდით ასევე იმაზე, რომ დოკუმენტი სამართლებრივად, ტექნიკურად, თუნდაც თემატურად ბევრი საკითხის გამო არ არის ჯერჯერობით სათანადოდ ბოლომდე მომზადებული, მაგრამ ჩვენ არ ვხურავთ კარს ამ დისკუსიების და მოლაპარაკებებისთვის და გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით განხილვას.”
მისივე თქმით, საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისედაც გულისმობს პოსტსაბჭოთა ორგანიზაციებში არშესვლის სურვილს:
“არავითარი ამგვარი ჩანაწერი ისტორიაში არ მახსოვს მე, ვინმეს ჰქონოდა, ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ პირადად. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ისედაც გულისხმობს ამას.”
უმცირესობის წევრი გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი არანაირ გარანტიას არ იძლევა:
“ეს “ისედაც ნიშნავს”, არ არის ძლიერი არგუმენტი. ჩვენი ინიციატივა იმაში მდგომარეობს, რომ ეს პრინციპი, რაცაა ინიცირებული, დაეხმარება საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ მთავრობებს, რომ თუკი მოხდა და რუსეთი, რომ იტყვიან, დაგვადგა თავს და მოგვთხოვა ისევ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინც იქნება მომლაპარაკებელი, იტყვის, რომ მე ამ საკითხს ვერ ვწყვეტ: კი, მთხოვ, რომ მე ეს გავაკეთო რაღაცის სანაცვლოდ, მაგრამ ეს არის კონსტიტუციაში დაფიქსირებული და მე ამას ვერ ვცვლი. ცხადია, არც ეს ჩანაწერი იძლევა აბსოლუტურ გარანტიას, მაგრამ პარლამენტარების სამი მეოთხედი გაძლევს მეტ გარანტიას.”
შეგახსენებთ, რომ დღეს უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ პარლამენტიდან უკან გაითხოვა მის მიერ ინიცირირებული კანონპროექტი საგარეო კურსის ურყევობის შესახებ იმ მოტივით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმრავლესობასთან ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვის თაობაზე