როგორც შსს-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელია.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ნექტარ ბ-მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო,”- აცხადებენ შსს-ში.
დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.








