“წუხელ, ღამის საათებში ზუგდიდში, ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი დათო ქვარაია. ჭრილობა მიყენებულია მუცლის არეში, როგორც მეუბნებიან, “შტირით” არის დაჭრილი და მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ახლა ნორმალური სიტუაციაა. ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაკავებული არ არის,” – აცხადებს თენგიზ გუნავა.
გუნავას თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც 8 თებერვალს მელორ ვაჩნაძემ ხელი დაარტყა პოლიციელს, რაზეც სამართალდამცავებმა ხმა ვერ გასცეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტის შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებენ და მოგვიანებით გააკეთებენ განმარტებებს.