ახალი ამბები

ვინ გამოეთიშა მოსამართლეობის კონკურსს?

11 მაისი, 2017 • 5788
ვინ გამოეთიშა მოსამართლეობის კონკურსს?

მოსამართლეობის კანდიდატების მიმდინარე კონკურსში გასაუბრების ეტაპი 24-მა კანდიდატმა ვერ გადალახა, მათ შორის არის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი, რომელიც “ჯაშუშების საქმეზე” ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას  საქმის პროკურორია.

მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსი დღეს, 11 მაისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს. იუსტიციის საბჭოს აპარატის განცხადებით, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 108 კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე გასაუბრებაზ ე104 კანდიდატი გამოცხადდა, მოიხსნა რამდენიმე კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი უნდა შეადგენდეს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ს. ეს ეტაპი 79-მა კანდიდატმა გადალახა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა საჯარო გახადა იმ 24 ადამიანის გვარიც, ვინც ვერ გადალახა კეთილსინდისირებისა და კომპენენტურობის კრიტეტიუმებით გათვალისწინებული ქულათა მინიმალური ზღვარი: ბარამიძე ია, ბერიძე ლელა, გიორგაშვილი სანდრო, გოჩელაშვილი ლალი, ზვიადაძე ნათელა, თოფჩიშვილი რევაზ, ილიაშვილი თამაზ, ტყვარჩეიშვილი ნანა, კობახიძე ქეთევან, ლიპარტელიანი ლარისა, მამულია რომან, ოთარაშვილი ლია, პერანიძე როინ, ჟორჟოლიანი დურმიშხან, სურმანიძე ზურაბ, ქარქაშაძე ლადო, ღიბრაძე დავით, ჭანიშვილი ნანა, ცეცხლაძე ნარგიზ, ჭანტურია ავთანდილ, ხაბელაშილი ნინო, ჯავახიშვილო მაია, ჯანელიძე ირმა და ჯვარშეიშვილი მაია.

კენჭისყრის ეტაპზე გადასული 79 კანდიდატიდან ორმა, თემურ გოგოხიამ და ბადრი შონიამ  კანდიდატურები მოხსნეს. შესაბამისად, დღეს კენჭს 77 კანდიდატს უყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი