ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური გია თორთლაძის ორგანიზაციის საქმიანობას სწავლობს

7 თებერვალი, 2013 •
საგამოძიებო სამსახური გია თორთლაძის ორგანიზაციის  საქმიანობას სწავლობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება დეოკუპაციის ცენტრისათვის საქართველოს კულტურის სამინისტროდან გადარიცხული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

 

გია თორთალაძის
გია თორთალაძის

საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს. გამოძიების ინფორამაციით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ ორგანიზების მიზნით „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს“ ჩაერიცხა 350 000 ლარი, ამავე პროექტის ფარგლებში  ცენტრისათვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი  კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას.

 

საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ  დეოკუპაციის ცენტრის დირექტორის გია თორთლაძის მიერ იგნორირებული იქნა კანონის აღნიშნული მოთხოვნა და ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 აშშ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწნებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი