ახალი ამბები

უსუფაშვილი: არ ვართ დაინტერესებული ყველაფრის ამოქექვით

6 თებერვალი, 2013 • 1143
უსუფაშვილი: არ ვართ დაინტერესებული ყველაფრის ამოქექვით

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

უფლებამოსილება უნდა შეეზღუდოს, დეკემბრის ბოლოს მომზადდა, როდესაც გამოიკვეთა კრიზისი ახალი ხელისუფლების და ძველი ხელისუფლების დარჩენილ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა კოალიციამ შეთავაზა ამჟამინდელ ოპოზიციას, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე ამოქმედებულიყო ის ნორმები, რომელიც სწორედ ოქტომბრიდან შევა ძალაში, როდესაც ქვეყანა გადავა საპარლამენტო მმართველობაზე და საკონსტიტუციო ქვორუმი გაიზრდება 3/4-მდე.

“შევთავაზეთ, რომ ამოქმედებულიყო ცვლილებები დღესვე, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავად შექმნა… როდესაც ამ თემაზე იქნა კატეგორიული უარი მიღებული, მაშინ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერმა შეთავაზა ეს კონკრეტული საკითხი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ცვლილების შეთავაზებას ჰქონდა მეორე მიზანიც, რომ უმრავლესობას და უმცირესობას ამ საკითხზე შეთანხმება მოეხერხებნა.

უსუფაშვილის თქმით, “ძალიან დიდი ფიქრის შედეგად იქნა ეს კონკრეტული წინადადება მომზადებული” და ამ საკითხის შესახებ ის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ესაუბრა მანამ, სანამ ამას თავის გუნდს – უმრავლესობას გააცნობდა.

“მეტი რა შეგვეძლო?”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მან ასევე შეთავაზა საპარლამენტო უმცირესობას პარიტეტულად დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავდა რომელიმე პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის და სხვა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. უსუფაშვილის განცხადებით, ამას გარდა, უმცირესობას მან შეთავაზა საჯარო მოხელეების ამნისტიის შესახებ კანონზე მუშაობა. 

“იმიტომ, რომ არ ვართ დაინტერესებული ყველაფრის ბოლომდე ამოქექვით,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხებზე უმცირესობისგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

“თქვენ შეგიძლიათ ქვეყნის განვითარების შეფერხება იმიტომ, რომ გაქვთ იმის ბერკეტები, რომ რაღაცას ხელი აუწიოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი