“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გუშინ, 20 აპრილს, ინსპექტირების დაწყებიდან პირველივე დღეს,  თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის 14 მოქალაქე დააჯარიმეს.

თბილსერვის ჯგუფის განცხადებით, 13 ადამიანი სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის 80 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ერთი პირი- სამშენებლო ნაგვის გადაყრისთვის.

კომპანიის ცნობით, ინსპექტირება განხორციელდა თბილისის ცენტრალურ ნაწილში; აღმაშენებლის გამზირზე, ვაკის პარკისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

20 აპრილიდან “თბილსერვის ჯგუფის” მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე:

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

20 აპრილი – დღეიდან 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებით, თუ თბილისის ქუჩებში ნაგავს დაყრით

პრემიერი: დანაგვიანების პრობლემა სანქციებით უნდა მოვაგვაროთ

“ბიზნესის და მძღოლების ინტერესებზე მორგებული” კანონპროექტი ქვეითებს ისევ საფრთხეში ტოვებს

“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის

მყინვარწვერის ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

პროტესტი ცხოველების ფორმის ნაგვის ურნების გამო, რაშიც თბილისის მერიამ 60 ათასამდე ლარი გადაიხადა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *