20 აპრილს ისტორიის მუზეუმის “ქარვასლა” სივრცე თბილისის მოდის კვირეულსა და ქართველი დიზაინერის მარიამ გვასალიას კოლექციის ჩვენებას დაეთმო. ახალი კოლექცია შემოდგომა-ზამთრის სამოსს აერთიანებს.
დიზაინერის თქმით, კოლექციის შექმნისას ყველა სახის ქსოვილი გამოიყენა, მათ შორის ჭარბობს ორგანზა და აბრეშუმი. მის მიერ შექმნილი კაბების უმეტესობა გრძელია. მარიამის თქმით, ეს ყოველ წელს მისი შექმნილი ტანსაცმლის დიზაინის ნაწილია. მოწვეული მოდის კრიტიკოსები ჩვენებას დადებითად აფასებდნენ. თბილისის მოდის კვირეული კი 23 აპრილამდე გაგრძელდება.









