ახალი ამბები

ციანიდის სკანდალის მიუხედავად, ეკლესიის რეიტინგი არ შეცვლილა – IRI-ის კვლევა

4 აპრილი, 2017 • 9941
ციანიდის სკანდალის მიუხედავად, ეკლესიის რეიტინგი არ შეცვლილა – IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, 88%-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს, 8 პროცენტს არ მოსწონს, ხოლო 4%-ს ამ საკითხზე მოსაზრება არ გააჩნია.

ინსტიტუციების თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში ეკლესია 88%-ს მოსწონს, მეორე ადგილზე ჯარია – 86%-ით, ხოლო მესამეზე- მედია.

Screen Shot 2017-04-04 at 7.07.01 PM

IRI-ის 2016 წლის მარტის კვლევაში მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა 89%-ს მოსწონდა, 6%-ს არ მოსწონდა, ხოლო 5%-ს მოსაზრება არ ჰქონდა.

 [red_box]მეთოდოლოგია[/red_box]

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“.

მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. ე.წ. ციანიდის სკანდალი თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს.

გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონდე  საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო.

კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).

მასალების გადაბეჭდვის წესი