“ჩვენ მართლაც ავიყვანეთ საკონულტაციო კომპანია იმისათვის, რომ შეეფასებინა საგადასახადო და სატარიფო სისტემა საქართველოში, ასევე, “ინტერ რაოს” საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯგუფების მენეჯმენტის კონსოლიდაციის შესასწავლადაც. საკონსულტაციო კომანია ანალიზს უკეთებდა საქართველოში ჩვენს აქტივებს, რათა ჩვენ სწორი ხედვა გვქონოდა ამ სფეროებში. მიზანი ამ სამუშაოსი საბოლოოდ გახლდათ საქართველოში ტარიფის შემცირების საკითხი. ჩვენ დავიქირავეთ საკოსულტაციო კომპანია, რომელიც ეფექტურად მუშაობდა საქართველოში შესაბამისი პროფილის სამინისტროებთან,”– განაცხადა “ინტერ რაოს” წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, კომპანია, 2012 წლის აგვისტოში დაიქირავეს.
“დავიქირავეთ ნახევარი წლის წინ და ნახევარი წლის შემდეგ უკვე ანალიზი უნდა დაესრულებინა ძირითადად იმაზე, რაზეც საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების დადებას ვგეგმავდით.”
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 , მტკვარი ენერგეტიკისა და კომპანია თელასის მფლობელი კომპანია ინტერ რაოს წარმომადგენელმა მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და, შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიებისთვის ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და ჩვენებებით დადგინდა, რომ „ხრამჰესი 1,“ „ხრამჰესი 2“, შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ და კომპანია „თელასის“ მფლობელი კომპანია „ინტერრაოს“ წარმომადგენელმა ვ. მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან ა. ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და, შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება. ა. ხეთაგურისა და „ინტერ რაოს“ მხარის მიერ ამ დანაშაულებრივი მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო ორივე მხარისათვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც ზემოხსენებული მიზნისთვის ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და. შესაბამისად, არ მოხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა. ა.ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას და აღნიშნული ერთი მილიონი აშშ დოლარისთვის „კანონიერი“ სახის მიცემის მიზნით კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მისთვის ნდობით აღჭურვილ პირთან ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ხეთაგურს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალექსანდრე ხეთაგურთან შეთანხმებით დევი კანდელაკი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას და შეხვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში, ე.წ. „პიქსელის“ შენობაში, სადაც გვარამიამ კანდელაკს აუხსნა 1 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის შესანიღბავად შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმა. ამის შემდეგ ნ.გვარამია დაუკავშირდა მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა, ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს „ელენდეფ სერვისი“, რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შპს „ელენდეფ სერვისი“ ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს, 15:56 წთ-ზე დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან სს “ხრამჰესს 1,” “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“ თანხები გადაირიცხა. კერძოდ, კომპანია თელასიდან 500 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 1“ – დან -50 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 2“ – დან -50. 000 აშშ დოლარი, „მტკვარი ენერგეტიკიდან“- 400 000 აშშ დოლარი, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი.