ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწა ჩამოიშალა – მერია

7 მაისი, 2024 •
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწა ჩამოიშალა – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოიშალა. გზის ამ მონაკვეთზე კლდოვანი ფერდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით“ ,— აცხადებენ თბილისის მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი