V მუხლი იმ პატიმრებს ეხებათ, რომელთა გაუფრთხილებელმა დანაშაულმა სიკვდილი გამოიწვია. პროექტის თანახმად, ასეთი პატიმრების ამნისტირებისთვის დაზარალებული მხარის უფლებამონაცვლის თანხმობაა საჭირო. უმრავლესობა ვერ შეთანხმდა, ასეთ შემთხვევებში რა ფორმით შეიძლება მოხდეს უფლებამონაცვლის ჩართვა და თანხმობის მიცემა.

 

პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუღებელია (მუხლი VIII)  სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილით გასამართლებული პირებისთვის სასჯელის განახევრება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუშვებლად შს სამინისტროც მიიჩნევს. 

 

უმრავლესობა ასვე ამნისტიის კანონპროექტის მეთერთმეტე მუხლის იმ ნაწილზე  ვერ შეთანხმსა, რომლის საფუძველზეც თაღლითობისთვის გასამართლებულ პირების ამნისტირებისთვის დაზარალებული მხარის თანხმობაა საჭირო. 

 

საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს იურიდიული კომიტეტის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას (მუხლი XVI), რომლის მიხედვითაც იმ პატიმრებს, რომელთაც ამნისტია არ ეხებათ, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის V, VIII, XI და XVI მუხლებზე მსჯელობა მესამე მოსმენაზე განახლდება. ამ მოსმენაზევე მოხდება კენჭისყრა. საპარლამენტო უმცირესობა კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია. მათ დღეს განვითარებული მოვლენების გამო საპარლამენტო მუშაობა რამდენიმე დღით შეწყვიტეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *