ახალი ამბები

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

22 მარტი, 2017 • 1590
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს, რომლის მიმართ ასევე გამოყენებული იყო შემაკავებელი ორდერი, 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, ა.მ. 2017 წლის 17 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჩადენილი არაერთგზის) და 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარედგინა.

გამოძიების ცნობით, ა. მ-მ, რომელიც წარსულში მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნასამართლევი უკვე იყო, ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა. 2016 წლის 30 დეკემბერს ყოფილი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

გამოძიების ინფორმაციით, ა.მ-მ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია და  2017 წლის იანვარში ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ სახლში რამდენჯერმე მიუვარდა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც  დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი