თამარ ქაროსანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” გამგეობის წევრი. რაც შეეხება ზაზა ბროლაძეს, მას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, იყო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
“ის კურატორობას გაუწვეს შესყიდვების სისტემას – ეს არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე დიდ კითხვებს ბადებს საზოგადეობაში. აღარ იქნება ჩვენს სისტემაში ისეთი ფარული შესყიდვები, როგორიც იყო აქამდე განხორციელებული”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ 31 ოქტომბერს წარდგინა თავისი სამი მოადგილე. ესენი არიან: ლევან დოლიძე (თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი), ალექსანდრე ბურჭულაძე (კურირებს ფინანსურ მიმართულებას), ირაკლი გეგეჭკორი (თავდაცვის უსაფრთხოების საკითხებს კურირებს).