ახალი ამბები

“მოვითხოვთ არსებით თანასწორობას კონსტიტუციაში” – 28 ორგანიზაცია კომისიას მიმართვს

14 მარტი, 2017 • 1584
“მოვითხოვთ არსებით თანასწორობას კონსტიტუციაში” – 28 ორგანიზაცია კომისიას მიმართვს

გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 28 საზოგადოებრივი ორგანიზაცია საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციური გარანტიები შექმნან მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისთვის.

ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციამ უნდა გაითვალისწინოს და განამტკიცოს გენდერული თანასწორობა, მათ შორის, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობია გაზრდა, ბავშვთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

ამის შესახებ მათ დღეს, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც მათ განაცხადეს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამაში, ორგანიზციების განცხადებით, კიდევ ერთხელ დაარწმუნდნენ კომისიის სამუშაო ჯგუფში საიას მიერ გენდერული თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული რეკომენდაციების განხილვისას, რასაც კომისიის წევრების მხრიდან არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება მოჰყვა.

“მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ ხდება ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების რეალიზება, რისი მიზეზიც უმეტესად არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაა. ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების ღირსების შემლახველი მდგომარეობა ყველაზე ხილულად სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს გამოიხატება. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გახდეს საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გენდერულად სამართლიანი, არსებითი თანასწორობის მიღწევის მთავარი საშუალება ქვეყანაში. რაც უზრუნველყოფს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას,”- აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი მოუწოდებენ:

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს:

[checklist]

  • საკითხის სიღრმისეული ცოდნით და მგრნობელობით განიხილონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ რეალური თანასწორობის მიღწევის მექანიზმები აღნიშნული ჯგუფების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისა და ზოგადად მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაბამისი სტატუსით ჩართონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა თემებზე მომუშავე პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
  • კონსულტაციები გამართონ გენდერული თანასწორობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რათა ქალთა, გოგონათა, შშმ პირთა და უმცირესობათა საჭიროებები გათვალისწინებული იყოს საქართველოს უზენაეს კანონში.

[/checklist]

საქართველოს პარლამენტს:

[checklist]

  • მეტი გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და დროული შესრულება.

[/checklist]

საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს:

[checklist]

  • უზრუნველყოს საკონსტიტუციო კომისიის გენდერული და ინკლუზიური თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობა;
  • განახორციელოს კონსტიტუციის არსებული პროექტის დეტალური ანალიზი და შეიმუშაოს მოსაზრებები რეალური თანასწორობის უზრუნველყოფისათვის;
  • მოახდინოს საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ინფორმირება რეალური თანასწორობის მიღწევის პრინციპების, ვალდებულებების, მექანიზმების და საშუალებების შესახებ.

[/checklist]

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოხატავენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გამართონ შეხვედრები და კონსულტაციები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიასთან, ისე საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელთან.

განცხადებას ხეს აწერენ ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  3. თანასწორობის მოძრაობა;
  4. გენდერული თანასწორობის ქსელი;
  5. ქალთა ფონდი საქართველოში;
  6. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის;
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
  8. ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება;
  9. გენდერული სამართლიანობა;
  10. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცედნტრი;
  11. სამოქალაქო ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის;
  12. საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი;
  13. მზის შვილები – დაუნის სინდრომი;
  14. განათლებისა და შრომის ასოციაცია;
  15. ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის;
  16. თელავის გენდერის მედიაცენტრი;
  17. რუსთავის გენდერი მედიცენტრი;
  18. გორის გენდერის მედიაცენტრი;
  19. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი;
  20. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი;
  21. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი;
  22. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  23. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი;
  24. ახალციხის გენდერის მედიაცენტრი;
  25. ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო (WECF/Georgia);
  26. ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  27. საფარი;
  28. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი