ახალი ამბები

კობახიძე: ბათუმში დესტრუქციულად მოქმედი ადამიანებისდამი პარტიების სოლიდარობა შემაშფოთებელია

13 მარტი, 2017 • 3604
კობახიძე: ბათუმში დესტრუქციულად მოქმედი ადამიანებისდამი პარტიების სოლიდარობა შემაშფოთებელია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში განვიტარებული მოვლენები შემაშფოთებელია. მისივე თქმით, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, რათა გაირკვეს, ვინ იდგა ამ პროცესის უკან.

„ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბათუმში, მათ შორის, ძალიან შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მაგალითად, სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს იმ დღის განმავლობაში. თუ იკვეთება გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთსამართლებრივ სანქციებზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის სხვა, პოლიტიკურსაკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე გამოძიების შედეგებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები  ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის ავტომობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი