ახალი ამბები

თვითმხილველები: საპატრულოს პოლიციელებმა მოქალაქეს ბათუმის ცენტრში წიხლებით სცემეს

11 მარტი, 2017 • 3230
თვითმხილველები: საპატრულოს პოლიციელებმა მოქალაქეს ბათუმის ცენტრში წიხლებით სცემეს

დღეს, 11 მარტს, ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში – „ბათუმი-პლაზას“ წინ სპონტანური აქცია მიმდინარეობს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „წიხლებში გაიგდო“ ბათუმელი მოქალაქე.

„მამა-შვილი იყვნენ. ბიჭმა აფთიაქთან გააჩერა მანქანა. როცა დააჯარიმებას აპირებდნენ, თხოვა ნუ დამაჯარიმებთო, მაგრამ მაინც დააჯარიმეს. ბიჭმა შეიგინა. პატრულის თანამშრომლებმა შვილი წიხლებით სცემეს ჩვენს თვალწინ, მერე კი ასევე წიხლების ჩარტყმით ჩატენეს საპატრულოს მანქანაში და წაიყვანეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა, რომლებიც იქვე ვაჭრობდნენ.

„ბათუმი-პლაზასთან“ მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის დაშლას ცდილობს. „ბათუმელები“ ცდილობს გაარკვიოს, თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ მათ ადგილსამყოფელს არ გვეტყვიან. პრესცენტრში მამა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის გაგრძელებას გამორიცხავენ, თუმცა პრესცენტრში ასევე ამბობენ, რომ პოლიციელებს არც „ბათუმი პლაზასთან“ უცემიათ ვინმე.

„პლაზასთან“ აქციას შეურთდნენ მოქალაქეებიც,  რომელთა პროტესტი, მათივე თქმით, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პოლიციამ მამაკაცს ცუდად მყოფი მამის წინ სცემა.

ამ დროისათვის „ბათუმი – პლაზასთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი