HBO-ს პოპულარული სატელევიზიო შოუს “სამეფო კარის თამაშების” მეშვიდე სეზონი 16 ივლისს გამოვა. ახალი თიზერი და ანონსი ოფიციალურად სერიალის ფეისბუკ გვერდზე გამოჩნდა. სეზონში ამჯერად 10-ის ნაცვლად 7 სერია იქნება.
ვიდეოს გავრცელებამდე სერიალის ფეისბუკ გვერდზე ლაივ რეჟიმში 3 საათის განმავლობაშის ყინულის დნობას უჩვენებდნენ, ყინულის დადნობის შემდეგ კი გამოჩნდა ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი.

![სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონის ოფიციალური თიზერი [ვიდეო] სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონის ოფიციალური თიზერი [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/03/got.jpg)






