ახალი ამბები

თენგიზ გუნავა მეორედ დააკავეს

29 ნოემბერი, 2012 • • 1364
თენგიზ გუნავა მეორედ დააკავეს

 ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით,  გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვს.

 

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

გუნავა პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე მივიდა. გიორგი ონიანის ინფორმაციით, თენგიზ გუნავას 3000 ლიტრი საწვავის აღებაზე ხელი აქვს მოწერილი: “მას გადასცეს მისმა ხელმძღვანელებმა ეს ბენზინი და მან ხელი მოაწერა. 182 –ე მუხლი, ანუ მითვისება არის სასაცილო ამბავი.”

 

გიორგი ონიანის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი სავარაუდოდ პირველ დეკემბერს გაიმართება. თენგიზ გუნავას ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ აღმკვეთი გირაო დატოვონ ძალაში და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდონ.  

 

სასამართლომ გუნავას ერთხელ უკვე შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად გირაო.  თენგიზ გუნავამ, რომელიც თავადაპირველად იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს,  შსს–ს თანამშრომლების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გუნავა მიიჩნევს, რომ  დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს და მასზე მოხდა შურისძიება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი