ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის უფროსი დააკავეს

21 აგვისტო, 2013 • • 1789
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის უფროსი დააკავეს

მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღება. 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ოლეგ ძოწენიძემ არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება მას სამსახურებრივად ევალებოდა. კერძოდ, დაკავებულმა, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,   დიდი ოდენობით არაიოდიზირებული მარილი შეიძინა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, პროდუქციის ნაწილის რეალიზება განახორციელა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ოთარ ძოწენიძემ, ერთერთი მოქალაქისთვის  5 ტონა არაიოდიზირებული მარილის მიყიდვისას, სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემები შეიტანა და დოკუმენტებში საქონლის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხა დააფიქსირა. რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ბიუჯეტში  გადასახდელი გადასახადების შემცირებას.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 -ე  მუხლის მეორე ნაწილით, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი