“დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის  საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის  ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას  ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა – ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულმა ასევე დანით გულმკერდისა და ფეხის არეში დაჭრა შვილი – დენის მატიაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა. დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – პისტოლეტი   და დანა ამოიღეს. გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 108–ე, 19-109–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *