ახალი ამბები

გიორგი არობელიძე: აუდიტორია 115 დიდი ალბათობით მეექვსე კორპუსის პიკეტირებას შეწყვეტს

7 მარტი, 2017 • 1870
გიორგი არობელიძე: აუდიტორია 115 დიდი ალბათობით მეექვსე კორპუსის პიკეტირებას შეწყვეტს

აუდიტორია 115-ის წევრის, გიორგი არობელიძის განცხადებით,  დიდი ალბათობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას შეწყვეტენ. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

“8 საათზე მეექვსე კურპუსის წინ გააკეთებთ განცხადებას, ახლა ვთათბირობთ რაღაცებზე. დიდი ალბათობით გავალთ მეექვსე კორპუსიდან, აქ გვექნება პრესკონფერენცია,” – განახადა გიორგი არობელიძემ.

განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნა კომიტეტმა არ გაითვალისწინა:

“სტუდნეტური თვითმმართვეელობის გაუქმების მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული. თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩეს სტუდენტების სულ მცირე 10 პროცენტის მიერ. თუმცა,  უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა სახით , რა სტრუქტურით, რა უფლება-მოვალეობით, რა წესდებით იფუნქციონირებს სტუდენტური ორგანიზაცია. მათ შეუძლიათ აირჩიონ სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, ასამბლეა, რომელიც სხვასხვა ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს. კანონპროექტი დავარეგისტრირეთ და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გავაგრძელებთ განხილვას.”

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 24 ნოემბრის ღამეს აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს მეექვსე კორპუსის შენობა. შენობა ამ დრომდე პიკეტირებულია.  25 ნოემბერს ისინი შეეცადნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად არჩევნები შედგა. აუდიტორია 115 -მა  არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია  და  საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს.

სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს შორის იყო:

  • პარლამენტს უმოკლეს ვადაში განეხილა კანონოპროექტი, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი უნდა გაუმქბულიყო, ხოლო ის ჩანაცვლებულიყო თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებებით;
  • თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნების ჩატარება კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
  • გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა;
  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია;
  •  მეცნიერების დაფინანსების გაზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი