ახალი ამბები

რეგიონული განვითარების სამინისტრო ტენდერების საქმეს პროკურატურას უგზავნის

29 ნოემბერი, 2012 • 1214
რეგიონული განვითარების სამინისტრო ტენდერების საქმეს პროკურატურას უგზავნის

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარე განთებების ტენდერის ჩატარების დროს სატენდერო კომისიამ მხოლოდ შ.პ.ს. „ენერჯი ინვესტ გრუპი“ დაუშვა  შეფასებაზე, ხოლო დანარჩენი 5 ორგანიზაციის წინადადება არ ჩაითვალა მისაღებად. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ისეთ ორგანიზაციასთან („ენერჯი ინვესტ გრუპი“), რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ყველა სხვა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი.

 

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, დარღვვები მოხდა თელავის ქუჩების გარე განათებების ბოძების მონტაჟისას, ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ერთსანათიანი ბოძის ფასი წარმოადგენს 2800, ხოლო ორსანათიანი ბოძის ფასი -3200 ლარს, მაშინ, როცა  ტენდერის მიხედვით თითოეულ ბოძში 6515 ლარი იქნა გადახდილი (ორჯერ მეტი ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით). 

 

“გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია  ექვს ორგანიზაციაზე გაიცა (შპს ”არტესი”, შპს ”სანი”, სს. ”საქენერგორემონტი”, შპს ”ენერგჯი ინვესტ გრუპი”, ”შპს ”ინ-სი” და სს ”ერისიმედი”), სატენდერო წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ ერთობლივმა საწარმომ სს ”ერისიმედი” და შპს ”ჯავამ” შემოიტანა და, შესაბამისად, გამარჯვებაც მას მიეკუთვნა”, – აცხადებენ სამინისტროში. 

 

სამინისტროს მიერ მოკვლეული ეს მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.

 

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, უწყების შიდა აუდიტის სამსახური სხვა საკითხებსაც იკვლევს, თუმცა მასალა იმდენად ბევრია, რომ შესაძლოა მისი ნაწილი შესასწავლად კონტროლის პალატას გადაეგზავნოს: “ჩვენ საგამოძიებო უფლება არ გვაქვს, ეს და სხვა საკითხები უნდა შეისწავლოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ტენდერების დროს კონკურენცია არ იყო, ამოწეული მასალები აჩვენებს, რომ დარღვევები არის. შეიძლება მომდევნო თემა იყოს იძულებით გაადაადგილებული პირების კომპონენტში სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.”

 

შოთა მურღულიას თქმით, 2013 წელს სამინისტროს კონტროლის პალატა შეამოწმებს: “სამინიისტროს შიდა აუდიტის სამსახურში სულ 5 ადამონაი მუშაობს. ეს რესურსი დაგროვილი საქმეების შესწავლას ვერ გასწვდება. როცა შიდა აუდიტს გაუჩნდება ეჭვი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მას კარგად დაამუსავებს და შესაბამის უწყებას გადაუგზავნის.”

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს წინა წლების საქმინობას კონტროლის პალატა შეიწავლის. მურღულიას განცხადებით, კონტროლის პალატამ სამინისტრო ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე შამოწმა, თუმცა შესაბამისი დასკვნა არ მოუმზადებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი