ახალი ამბები

ღარიბაშვილი: წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა

29 ნოემბერი, 2012 • 1093
ღარიბაშვილი:  წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა

“ქურდობები, წვრილმანი ხულიგნობები მომატებული არის, მე გიდასტურებთ ამას, მაგრამ არა კატასტროფულად, საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაში. ანალოგიური სიტუაცია იყო 2010 წელს, აქვე მინდა განვმარტო, ხელისუფლების შეცვლის დროს ეს არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი. ამაში ვერავითარ საგანგაშოს მე ვერ ვხედავ”, – განაცხადა შს მინისტრმა ‘მაესტროს’ ეთერში საუბრისას.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს და კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მდგომარეობას:

 

“25 ოქტომბერს მე ოფიციალურად დავინიშნე მინისტრის თანამდებობაზე, 1 ნოემბერს შეივსო ჩემი გუნდით სამინისტრო და სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ კადრებით დაკომპლექტება სამინისტროსი. ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიქმნა გარკვეული ვაკუუმი, რითაც ისარგებლეს ე.წ. კრიმინალებმა, ძირითადად ეს ქურდბაცაცები არიან, რომლებიც წვრილმან ხულიგნობებს ჩადიან. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, არც ერთ მათგანს არ შერჩება ჩადენილი დანაშაული. ისინი ძალიან მკაცრად დაისჯებიან, ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს დღეებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი