ახალი ამბები

ღარიბაშვილი მერაბიშვილს პასუხობს

28 ნოემბერი, 2012 • • 1033
ღარიბაშვილი მერაბიშვილს პასუხობს

 ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერ- მინისტრის და ყოფილ შსს მინისტრის განცხადებასაც უპასუხა:

 ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის  რჩევას ვერ  გაითვალისწინებს,  რადგან იგი არ შეესაბამება სიმართლეს:

 

“მე არ გამითავისუფლებია თანამშრომლები, მათმა ნაწილმა თავისი სურვლით დატოვა სამინისტრო, იყო გადაადგილებები და საკადრო ცვლილებები, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. ცნობისათვის, 300–400 თანამშრომლის გადაყვანა, გადაადგილება, გაშვება მოხდა.  კიდევ  ვიმეორებ, ეს არ ხდებოდა მასობრივად. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, დაახლოებით 30 ადამიანი თავისი სურვილით წავიდა.  ასე რომ, ეს არის მტკნარი სიცრუე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ყოფილ პრემიერს, საზოგადოება მიზანმიმართულად არ შეიყვანონ შეცდომაში”.

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” 25 ნოემბერს განაცხადა, რომ   სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრი თანამშრომელი დაითხოვეს.  

 

” ყველა უწყება საჭიროებს განახლებას, მაგრამ ამ პროცესმა სისტემატური ხასიათი მიიღო, შეიცვალა მიღების წესიც, ჩვენ დროს იყო შერჩევა, გამოცდების ჩაბარება, ეს იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, მოხვედრილიყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ინტელექტი და, რაც მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად  გაწონასწორებული ადამიანები, რადგან რთულია პოლიციაში მუშაობა. პოლიცია არ ყოფილა პოლიტიზებული,  მათ უკან დგაგან ოჯახები. მინდა ვუთხრა ახალ ხელისუფლებას. შეინარჩუნონ ძველი კადრები, ისინი ემსახურებოდნენ ქვეყანას და არ შეცვალონ მიღების კრიტერიუმები” – განაცხადა ყოფილმა შსს და პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. 

ღარიბაშვილმა კომენტარი ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის შესახებაც გააკეთა. მინისტრის თქმით, მოსაზრება, რომ სიტუაცია გაუარესდა, სიმართლლეს არ შეესაბამება:

“დასამალი არაფერია, წვრილმანი ქურდობები შეიძლება გაიზარდა და ამას აქვს ობიექტური მიზეზები.  როდესაც  ოქტომბერში გადაბარების პროცესი დაიწყო, 3 კვირის მანძილზე ვერ შევძელით სამინისტროში შემოსვლა, შეიქმნა ვაკუუმი, პოლიცია იყო დემორალიზებული , ინსტრუქციებს არ ღებულობდნენ მოქმედი ხელმძღვანელობისგან, ამან გარკვეული ვაკუუმი შექმნა, ე.წ. კრიმინალებმა დაინახეს, რომ გარკვეული თავისუფლება შეექმნათ და დანაშაულზე არ ხდებდა რეაგირება პატრულისგან, მათ ისარგებლეს და წვრილმანი ყაჩაღღობები ჩაიდანეს.  10 დღეა დავასრულეთ საკადრო ცვლილებები და პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი დანაშაულია გახსნილი, არა მხოლოდ მიმდინარე, ასევე ძველი დანაშაულებები. არავითარი ნიშნები არ არსებობს, რომ ვინმემ განაცხადოს, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია უარესდება”. 

 

შეგახსენებთ, რომ  22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა გარანტიას აძლევს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შედეგად კრიმინალი არ მოიმატებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გარკვეული დოზით კრიმინალი ქვეყანაში გაიზრდება: 

 

“ეს რა­ღაც ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს, უნ­და გა­ვი­ჭირ­ვოთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ამას, ვი­ღა­ცე­ე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს. რაღაც უხერხულობებს ეს შექმნის ალბათ. მაგრამ არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნო­ე­ბი და ალ­ბათ შე­სატ­ყვის რე­ა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ,” – განაცხადა ივანიშვილმა. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი