ახალი ამბები

ID ბარათი შესაძლოა არჩევითი გახდეს

28 ნოემბერი, 2012 • 4710
ID ბარათი  შესაძლოა არჩევითი გახდეს

“მე ავიღე ბარათი და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს.  არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევითი ხომ არ უნდა იყოს და არჩევანის უფლება ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ID  ბარათის აღება”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა: “ ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლამდიდებელმა მორწმუნემ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ID ბარათი მჭირდებოდა და მოვედი დღეს მის ასაღებად”.

 

ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.

 

“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- განაცხადა საპატრიარქომ.

 

იუსტიციის სამინისტრომ  ID ბარათების გაცემა საქართველოში ე2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც,  სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი