ახალი ამბები

ცვლილებები ‘საქართველოს რკინიგზის’ მენეჯმენტში

27 ნოემბერი, 2012 • 1197
ცვლილებები ‘საქართველოს რკინიგზის’ მენეჯმენტში

სს „ საპარტნიორი ფონდის“ გადაწყვეტილებით, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა  7 წევრით განისაზღვრა. კერძოდ, დაემატა ერთი წევრი – ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის სახით. აღნიშულ თანამდებობაზე გრიგოლ სამსონაძე დაინიშნა.

 

გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტშიც. გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველ მოადგილედ დაინიშნა ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

 

რკინიგზაში ინფრასტრუქტურის დირექტორად დაინიშნა გურამ გურამიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი