ახალი ამბები

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

27 ნოემბერი, 2012 • 986
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

მთლიანობაში მინისტრ დავით დარახველიძეს ოთხი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნენ.

 

რაც შეეხება ახალ მოადგილეებს: ნინო ჭავჭავაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს პარლამენტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და არასამთავრობო სექტორში. ასევე, იგი დღემდე არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი.

 

მერაბ მენაბდეს კი დევნილთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება გააჩნია, წლების წინ მინისტრის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი