ახალი ამბები

ებანოიძე შემოსავლების სამსახურთან და საბაჟო დეპარტამენტთან დაკავშირებით დაკითხეს

27 ნოემბერი, 2012 • • 1108
ებანოიძე შემოსავლების სამსახურთან და საბაჟო დეპარტამენტთან დაკავშირებით დაკითხეს

“საქმე ეხება შემოსავლების სამსახურში ჩემი საქმიანობის პერიოდს და ასევე წინა პერიოდსაც. დაკითხვაზე ვიყავი მოწმის სტატუსით. დაკითხვის პროცესმა ჩაიარა ძალზედ კორექტულ სიტუაციაში, მივეცი საჭირო ჩვენებები, დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეm არ შემიძლია გესაუბროთ, რადგან მე თვითონ ვარ დაინტერესებული, გამოძიება წარიმართოს კარგად”,  – განუცხადა ჟურნალისტებს ხუთსაათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ებანოიძემ. მისივე განცხადებით, გამომძიებლის კითხვები შეხებოდა საბაჟო დეპარტამენტსაც.

 

ჯაბა ებანოიძე საჯარო სამსახურში 2006 წლიდან დასაქმდა. იგი 2006-09 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2009-11 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2011 წელს დაინიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის თქმით, “ჯაბა ებანოიძე არის ადამიანი, რომელიც არის საქართველოში სიმბოლო კორუფციის დამარცხების”.

ჯაბა ებანოიძე
ჯაბა ებანოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი