ახალი ამბები

მერაბიშვილი: ჩვენი შეცდომა იყო, რომ საზოგადოებასთან დიალოგი არ გავმართეთ

25 ნოემბერი, 2012 • • 1076
მერაბიშვილი: ჩვენი შეცდომა იყო, რომ საზოგადოებასთან დიალოგი არ გავმართეთ

“ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ საზოგადოებასთან დიალოგი არ გავმართეთ. ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესბდა. ჩვენ შემოვიფარგლეთ გარკვეული მიმართულებებით  და ორიენტაცია გვქონდა მხოლოდ განვითარებაზე,  ინფრასტრუქტურაზე, და მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდით საზოგადოებასთან. ჩევნ რომ ჩავრთულიყავით დებატებში, გავიგებდით, რა პრობლემები აწუხებდა საზოგადოებას და მარტო იმაზე არ უნდა გვესაუბრა, რა წარმატებებს მივაღწიეთ, რომელსაც ისტორიაც აჩვენებს. ჩვენ უნდა გაგვეგო, რა პრობლემები აწუხებდა საზოგადოებას ყოველღიურად და ყველა შეკითხვისთვის პასუხი უნდა გაგვეცა. მემეჩვენება, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სხვა ენაზე ვსაუბრობდით და საზოგადოება სხვა ენაზე საუბრობდა, რამაც დამარცხებამდე მიგვიყვანა”. –განაცხადა მერაბიშვილამა გადაცემა “პოსტსკრიპტუმში”

 

მისი თქმით, ბოლო დღეებში “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და 2000–ზე მეტი ადამიანი ელექტრონულად გაწევრიანდა.

 

“მე მათ დიდ ნაწილს ვხვდები და მაქვს ტრადიცია, რომ ყველა ახალ წევრს შევხვდე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მათთან იმ შეცდომებზე, რომელმაც მიგვიყვანა დამარცხებამდე”– აღნიშნა მერაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი