ახალი ამბები

მერაბიშვილი :ამნისტია მოქალაქებიის უსაფრხთოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

25 ნოემბერი, 2012 • • 956
მერაბიშვილი :ამნისტია მოქალაქებიის უსაფრხთოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

“ბოლო 9 წლის მანძილზე მე გარკვეული შეხედულებები ჩამომიყალიბდა ამნისტიასა და შეწყალებაზე, ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ დროსაც იყო ამნისტიები და შეწყალებები, რასაც ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით. ერთია ჰუმანური ნაბიჯი, მისცე საშუალება ადამიანს, ნორმალური ცხოვრება დაიწყოს და დაუბრუნდეს საზოგადოებას, ამის წინააღმდეგი ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ იქნება, მაგრამ უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ ეს არ მოხდეს ჩვეულებრივი ადამიანების უსაფრთხოების ხარჯზე. ჩვენი ფრაქცია პარლამენტში ამაზე სერიოზულად საუბრობდა  და განსაკუთრებით შეშფოთებას გამოთქვამდა იმ მუხლებზე, რომლებიც მძიმე დანაშაულს ეხება  და ერთი მესამდით ამცირებს სასჯელს. ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ეს ძალიან ბევრ ადამიანს შეეხებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს არის მთავარი. ჩვენმა ფრაქციამ შესთავაზა, რომ გამოიყენონ შეწყალების ინსტიტუტი და სათითაოდ შეისწავლონ თითოეული საქმე”

 

მერაბიშვილმა  ეთერი ამჟამინდელი მთავრობისადმი მიმართვით დაიწყო. მისი განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრი თანამშრომლის დათხოვნა მოხდა:

 

” ყველა უწყება საჭიროებს განახლებას, მაგრამ ამ პროცესმა სისტემატური ხასიათი მიიღო, შეიცვალა მიღების წესიც, ჩვენ დროს იყო შერჩევა, გამოცდების ჩაბარება, ეს იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, მოხვედრილიყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ინტელექტი და, რაც მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად  გაწონასწორებული ადამიანები, რადგან რთულია პოლიციაში მუშაობა. პოლიცია არ ყოფილა პოლიტიზებული,  მათ უკან დგაგან ოჯახები. მინდა ვუთხრა ახალ ხელისუფლებას. შეინარჩუნონ ძველი კადრები, ისინი ემსახურებოდნენ ქვეყანას და არ შეცვალონ მიღების კრიტერიუმები” – განაცხადა ყოფილმა შსს და პრემიერ–მინისტრმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა გარანტიას აძლევს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შედეგად კრიმინალი არ მოიმატებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გარკვეული დოზით კრიმინალი ქვეყანაში გაიზრდება: 

 

“ეს რა­ღაც ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს, უნ­და გა­ვი­ჭირ­ვოთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ამას, ვი­ღა­ცე­ე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს. რაღაც უხერხულობებს ეს შექმნის ალბათ. მაგრამ არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნო­ე­ბი და ალ­ბათ შე­სატ­ყვის რე­ა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ,” – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი