ახალი ამბები

პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა

23 ნოემბერი, 2012 • 4521
პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, წმინდა გიორგი ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა, ისევე როგორც აღდგენილი ბაგრატის ტაძარი. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში რთული პერიოდია, თუმცა, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, სიმშვიდე, სიმტკიცე და მომავლის რწმენა:

 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს მოსახლეობა დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ის დამსახურება, რომელიც პრეზიდენტს ბაგრატის ტაძრის აღდგენაში მიუძღვის.  მეუფემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის და მადლიერების ნიშნად პრეზიდენტს საჩუქრად,  როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, ბზის წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

 

„დარწმუნებული ვარ, ყველანი გამოვალთ გამარჯვებულები. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დღეს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ქვეყნის პირველი პირი სადღესასწაულო პარაკლისს უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად დაესწრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი