ახალი ამბები

გიგა ბოკერია: ‘ივანიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა’

22 ნოემბერი, 2012 • • 1050
გიგა ბოკერია: ‘ივანიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა’

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

“ბიძინა ივანიშვილის მიერ, პრაქტიკულად, ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ითქვა შემდეგი, რომ ის დაპატიმრებები და დაჭერები პოლიტიკური ოპონენტების არის არა სამართლიანობისათვის ბრძოლა, არა კონკრეტული დანაშაულების გამოძიება, არამედ გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს. რომ პოლიტიკური ოპოზიცია ხმას იღებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, პირდაპირ ითქვა, რომ რიტორიკა აღიზიანებს ხალხს, ამას ეწოდა გონებრივი აგრესია” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მუდმივად გაავლებს წითელ ხაზებს: “ეს არ არის ვინმეს პერსონალური წითელი ხაზები, ეს არის დემოკრატიის წითელი ხაზები. იგულისხმება ის, რომ როცა პოლიტიკური ძალა იგებს არჩევნებს, ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევეაში წაგებული პოლიტიკური ძალის გაქრობას. არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალა აკრიტიკებს ხელისუფლებას ზოგჯერ მწვავედაც კი. ეს არის მინიმალური წითელი ხაზი, რაც არ ესმით, ეს არის ძალიან სახიფათო   და უმძიმესი შეცდომა მათ აღქმაში.”

უშიშროების საბჭოს მდივანმა ივანიშვილის მიერ მეცხრე არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის შერწყმის შესახებ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა: “ითქვა პირდაპირ, რომ პრემიერ–მნისტრს ეს არხი არ მოსწონს და სურს მისი შერწყმა საკუთარ პირად ტელევიზიასთან, მეცხე არხთან, რომელც იყო მისი პოლიტიკური პროპაგანდის ორგანო. როგორ შოკისმომგვრელად, პირდაპირ გვეუბნება პრემიერ–მინისტრი საკუთარი ამოცანების დამოტივაციის შესახებ”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი